ლია ჯახველაძემ მოსკოვის გამზირზე მშენებარე ბაგა-ბაღი მოინახულა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქვემოს სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლია ჯახველაძემ, თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან, სამგორის გამგებელ მამუკა ჩოქურთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად მოსკოვის გამზირზე მე-V კვარტალში მშენებარე საბავშვო ბაგა-ბაღი მოინახულა.

ყოფილი 128-ე ბაღის ტერიტორიაზე, 6 000 კვადრატული მიწის ფართობზე, უკვე დასრულებულია ორსართულიანი, 1600 კვადრატული შენობის მშენებლობა. ამ დროისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე შენობის შიდა სამუშაოები და ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ლია ჯახველაძის განცხადებით, მოსკოვის გამზირზე ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ბაგა-ბაღების ნაკლებობაა. მისივე თქმით, ეს ერთ-ერთი პირველი საბავშვო ბაგა-ბაღია, რომლის მშენებლობაც მერიის ახალი ადმინისტრაციის პერიოდში დაიწყო. როგორც საკრებულოს დეპუტატმა განაცხადა, საბავშვო ბაგა-ბაღში, რომელშიც 70-მდე ადამიანი დასაქმდება, აღსაზრდელთა 15-მდე ჯგუფი შეიქმნება და 500-მდე ბავშვი შეძლებს სკოლამდელი განათლების მიღებას. ლია ჯახველაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბაგა-ბაღის დასრულება 2015 წლის სექტემბრის თვეშია დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები