თინათინ ხიდაშელი N16 დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულების გახსნას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსთავში ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოებული N16 დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულება დაათვალიერა.
ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი და მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
შენობის რეაბილიტაცია ახლახან დასრულდა.
1048 მსჯავრდებულზე გათვლილ დაწესებულებაში რეკონსტრუქციის შედეგად, გარემონტდა საცხოვრებელი კორპუსები, მოეწყო დასასვენებელი ჰოლები, საშხაპეები, სამრეცხაო-საშრობები. ყველა სართულის ფლიგელში განთავსებულია სოციალური სამსახურის სამუშაო ოთახები.
საცხოვრებელის პარალელურად, აშენდა მულტიფუნქციური შენობა, რომლის პირველ სართულზეც განთავსდა სასადილო, ხოლო მეორე და მესამე სართულზე – ბიბლიოთეკა, საკლასო და კომპიუტერული კაბინეტები, აუდიტორიები, სოციალური პროგრამებისთვის საჭირო სივრცეები. მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიებს. ხანგრძლივი პაემნებისთვის კი მოეწყო 20 ოროთახიანი სივრცე შესაბამისი ავეჯითა და სველი წერტილებით.
სასჯელაღსრულების დაწესებულების ეზოს ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსებიც განთავსდა. აქვე მდებარეობს საწარმოო ზონაც, სადაც მსჯავრდებულები დასაქმდებიან და შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ.