საქართველოში ახალი პარტია -“პროგრესულ – დემოკრატიული მოძრაობა” იქმნება
ადვოკატმა და უფლებადამცველმა ლაშა სტურუამ “კვირას” პრესკლუბში მისი და მისი თანამებრძოლების თაოსნობით ახალი პარტიის შექმნა დააანონსა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციიის “ადამიანის უფლებები და მოვალეობები” გამგეობის თავმჯდომარემ ლაშა სტურუამ განმარტა, პარტია ცენტრისტული იდეოლოგიისა იქნება და, როგორც თავად აცხადებს, არა ყალბ, არამედ ნამდვილ ლიბერალურ ფასეულობებზე იქნება დამყარებული. პარტიის სახელი “პროგრესულ – დემოკრატიული მოძრაობა” იქნება.
მისი ლოზუნგი კი: “თქვენგან, თქვენთან, თქვენთან ერთად” იქნება.
პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს გაიმართება. ლაშა სტურუა 2016 წელს პარლამენტში მისი პარტიის შესვლას, მომავალში კი ხელისუფლებაში მოსვლას ვარაუდობს.
„ ამჟამად ვმუშაობთ პარტიის წესდებაზე, პარტიაში ბევრი ჩემი კოლეგა ადვოკატია, არიან სხვა პროფესიის წარმომადგენლებიც. რაც შეეხება პროგრამას, ჩვენ მას ხალხთან ერთად დავწერთ. უკვე ვატარებთ გარკვეულ გამოკითხვებს ფეისბუქის მეშვეობით და საზოგადოებას საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ვთხოვთ. რაც შეეხება დაფინანსებას, ის ჩვეულებრივად ხალხისგან დაფინანსდება, გარდა ამისა, იქნება საწევროებიც და ვიმუშავებთ ბიზნესმენებთანაც, რომ მოვიპოვოთ დაფინანსება. მჯერა, რომ მოვახერხებთ და 2016 წლის არჩევნების საშუალებით საქართველოს პარლამენტშიც შევალთ“,- განაცხადა ლაშა სტურუამ