„არა – ერთსქესიანთა ქორწინებას“- უფლებადამცველები რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვენ

„არა – ერთსქესიანთა ქორწინებას – მოვითხოვთ ამ საკითხზე რეფერენდუმს“, – ამ სახელწოდებით სახელმწიფო კანცელარიის წინ შაბათს, 18 ივლისს აქცია გაიმართება. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა არასამთავრობო ორგანიზაციის “ადამიანის უფლებები და მოვალეობები” გამგეობის თავმჯდომარემ ლაშა სტურუამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, უფლებადამცველთა ნაწილი აღნიშნულ საკითხზე ხშირად ადამიანის უფლებებით მანიპულირებს.
მისი თქმით, ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციაში ნათლადაა გამოხატული, თუ რა არის ადამიანის უფლებების დაცვა და რა არის გამოხატვის თავისუფლება.
„მე მათ ვთხოვდი, გარკვეული მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებების თემის გარშემო ინტერპრეტაციისგან თავი შეიკავონ. არსებობს საფრთხე იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება, იქნება ეს მოქმედი თუ მომავალი, გარკვეული ზეგავლენის ქვეშ მოექცეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ პრემიერის სურვილს, რომ ქორწინების შესახებ ჩანაწერი საკონსტიტუციო დონეზე გაიწეროს და დაფიქსირდეს ის, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა. სიტყვა რომ საქმედ იქცეს, ამისათვის საჭიროა საერთო – სახალხო რეფერენდუმი, რეფერენდუმის შედეგები სავალდებულოა გაითვალისწინოს ყველა ორგანომ და ამის შემდეგ ეს ინიციატივა კონსტიტუციაში ჩაიწერება. დაგეგმილი აქციით ჩვენ არაფერს ვაპროტესტებთ, მაგრამ ამით ჩვენ გამოვხატავთ მხარდაჭერას ტრადიციული ოჯახების მიმართ“,- განაცხადა ლაშა სტურუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები