“მნიშვნელოვანია, რომ თბილისში ოლიმპიური ფესტივალის მშვიდ გარემოში ჩატარებას ყველა სახელმწიფომ ხელი შეუწყოს”

მნიშვნელოვანია, რომ თბილისში ოლიმპიური ფესტივალის მშვიდ გარემოში ჩატარებას ყველა სახელმწიფომ ხელი შეუწყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
“ჩვენ განსაკუთრებულად ვემზადებით ოლიმპიური ფესტივალისთვის. სამუშაოები ბოლო ფაზაში არის შესული. მე შემთხვევით არ ვახსენე სოჭის ოლიმპიადა და ამაში ჩანს ჩვენი განსხვავებული მიდგომები. მაშინ ჩვენ მაქსიმალურად ყურადღებით და ფრთხილად მივუდექით ამ საკითხს, რომ სოჭის ოლიმპიადა მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში ჩატარებულიყო. ჩვენ ჩვენი განსაკუთრებული წვლილი შევიტანეთ ოლიმპიადის უსაფრთხების საკითხებში. ახლა ჩვენთან ტარდება ოლიმპური ფესტივალი; ასე რომ, მნიშვნელოვანია ყველა სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ამ ოლიმპიური ფესტივალის მშვიდ გარემოში ჩატარებას”, – განცახდა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები