შსს საოკუპაციო ზოლთან შეიარაღებული პირების არსებობას ადასტურებს

შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შალვა ენუქიძის განცხადებით, წითელუბანში 5 შეირაღებული პირი იმყოფება, მათ შორის ორს სახე ნიღბით აქვს დაფარული. როგორც ენუქიძემ აღნიშნა, წითელუბანში, საოკუპაციო ხაზთან უცნობი შეიარაღებული პირების გამოჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

„პირველადი ინფორმაციის თანსახმად, 5 სამხედროფორმიანი არის ჩამოსული საზღვრის სიახლოვეს. მათ შორის რამდენიმე არის ე.წ. ნიღაბში. ამ მომენტისათვის „ცხელი ხაზი“ მუშაობს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქმის კურშია ჩაყენებული და დე ფაქტო ხელისუფლების შესაბამისი უწყებებიდან ველოდებით პასუხს, თუ რა მიზნით იმყოფებიან აღნიშნული პირები წითელუბნის ამ მონაკვეთზე.

რეგიონის კრიმინალური სამსახური მობილიზებულია. ჩვენ გვაინტერესებს, ესენი ოკუპანტი ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ქვედანაყოფის ჯარისკაცები არიან თუ ოსური სამხედრო შენაერთი. სწორედ ამ საკითხზე ვითხოვთ პასუხს. ჯერჯერობით ოსურმა მხარემ არ დაგვიდასტურა ინფორმაცია და „ცხელი ხაზის“ მეშვეობით ველოდებით ინფორმაციის დადასტურებას“, – განაცხადა შალვა ენუქიძემ.
საოკუპაციო საზღვართან საქართველოს დროშასთან, იქ, სადაც 10 ივლისს რუსებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს, დღეს რუსი ჯარისკაცები გამოჩნდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები