ენერგეტიკის სამინისტრომ კომპანია „ფერისთან“ ურთიერთგაგების მემორანდუმები გააფორმა

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ კომპანია „ფერისთან“ „ონის ჰესების კასკადის“ მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმები გააფორმა. სამინისტროს ინფორმაციით, ასევე „მტკვარი ჰესის“ პროექტის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ საქართველოს თანაინვესტირების ფონდთან ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა და კომპანია „ფერიმ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს ონის ჰესების კასკადის პროექტის ერთობლივ განხორციელებასა და „მტკვარი ჰესის“ პროექტის ფარგლებში გვირაბის მშენებლობის თაობაზე.
ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე ონის ჰესების კასკადი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში აშენდება.
პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 330 მლნ ამერიკულ დოლარს უტოლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები