ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე ცხრა საკითხი განიხილეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა.
დეპუტატებმა სხდომაზე დედაქალაქის მერის წერილი განიხილეს, რომელიც ჩუღურეთის რაიონში მდებარე შენობა ნაგებობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის, აღდგენა-შეკეთების, გამაგრება- გაძლიერების სამუშაოებისა და წინმსწრები დამზღვევი ღონისძიებების გამარტივებული შესყიდვით განხორციელებაზე თანხმობის მიცემას გულისხმობდა.
კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს შპს ,,თბილსერვის ჯგუფის“ კაპიტალის გაზრდას და აღნიშნული სამსახურისთვის კონტეინერებისა და მაისურების გამარტივებული შესყიდვით განხორციელებას.
ცვლილებები შევიდა ,,სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესში“ და დამტკიცდა თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმა.
სხდომის მონაწილეებმა განაშენიანების რეგულირების გეგმარებითი დავალებების, პროექტებისა და რეგულირების კორექტირებული გეგმების პროექტების შესახებ იმსჯელეს, რის შემდეგაც დეტალურად შეისწავლეს განაშენიანების გეგმარებითი დავალებები და დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
აღნიშნული საკითხები დასამტკიცებლად ბიუროსა და საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა. კომისიის სხდომას, რომელსაც გოჩა ბაბუნაშვილი ხელმძღვანელობდა, მერიის საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები