„სტიქიით გამოწვეული ზარალი, ზოოპარკის სხვა ადგილზე გადატანის ჩათვლით, 200 მილიონ ლარს შეადგენს“

თბილისის ვიცე – მერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიით გამოწვეული ზარალი, ზოოპარკის სხვა ადგილზე გადატანის ჩათვლით, 200 მილიონ ლარს შეადგენს.
როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, გუშინ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომლებმაც საჭიროებების პირველი შეფასება წარმოადგინეს.
“გუშინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან, რომლებმაც წარმოგვიდგინეს საჭიროებების პირველი შეფასება. არის ორი ციფრი – ის ზარალი, რომელიც ინფრასტრუქტურამ და მოსახლეობამ მიიღო, დაახლოებით, 70 მილიონამდე ავა, თუმცა თუ ჩვენ აქ შევიყვანთ, მათ შორის, ზოოპარკის გადატანის ხარჯებს, ავა 200 000 მილიონზე”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები