“პანორამა თბილისის” მმართველი გუნდი პროექტის განხორციელებაზე მუშაობს

“პანორამა თბილისის” მმართველი გუნდი მუშაობს პროექტის განხორციელებაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა განუცხადა.

როგორც ბაჩიაშვილმა აღნიშნა, თავისუფლების მოედანზე გარკვეული სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

“რაც შეეხება სოლოლაკის ნაწილს, იქ გარკვეული სანებართვო სამუშაოები კიდევ არის დარჩენილი”, – განაცახდა ბაჩიაშვილმა.

კითხვაზე, აქვთ თუ არა მერიისგან ნებართვა, როგორც ბაჩიაშვილმა განმარტა, მერიისგან ქვედა ნაწილში არის ნებართვა, ზედა ნაწილში ჯერ – არა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები