გიგლა აგულაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში შეხვედრებს განაგრძობს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში შეხვედრებს განაგრძობს.

დმანისის შემდეგ მინისტრი ბოლნისის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა, სადაც საყდრისის საბადოსა და კუდსაცავის მიმდებარე ტერიტორია ადგილზე დაათვალიერა.

გიგლა აგულაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. შეხვედრას RMG -ის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს RMG- ს სამოქმედო გეგმა გააცნო და იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ყოველთვიურად ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების მონიტორინგს განახორციელებენ. ასევე, მოხდება ხმაურის დონის გაზომვა.

შეხვედრაზე უახლოეს მომავალში კომპანია RMG-ის მიერ, სოფ. დიდ დმანისში ჰაერის ავტომატური სადგურის დამონტაჟების საკითხი განიხილეს, რომელიც ჰაერის ხარისხის კონტროლს განსაზღვრავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები