ყირიმ-კონგოს დიაგნოზით პაციენტი ხაშურიდან თბილისში ჩამოიყვანეს

 ინფექციურ საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში ყირიმ-კონგოს ცხელებით 61 წლის ქალბატონი მოათავსეს, – ამის შესახებ „კვირას“ რეანიმაციის განყოფილების მედ-პერსონალმა განუცხადა. მათივე თქმით, პაციენტი ხაშურიდან გადმოიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა.
მედპერსონალის ინფორმაციით, ეს ყირიმ-კონგოს ცხელების პირველი შემთხვევა არ არის და ამ დიაგნოზით კლინიკას არაერთხელ მომართავენ. მათივე თქმით, ამჟამად რეანიმაციის განყოფილებაში ყირიმ-კონგოს ცხელების დიაგნოზით მხოლოდ ერთი პაციენტი მკურნალობს. მათივე ინფორმაციით, პაციენტს ხშირი სისხლდენა და სხეულზე სისხლჩაქცევები აღენიშნება, რაც აღნიშნული დიაგნოზისთვისაა დამახასიათებელი. გასულ წელს კი ყირიმ-კონგოთი დაავადებული 2 ქალბატონი გარდაიცვალა, რომლებიც ასევე ხაშურის რაიონიდან იყვნენ. ყირიმ-კონგოს ცხელება მძიმე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. ყირიმ-კონგოს ვირუსი ეპიდაფეთქებებით ხასიათდება. ვირუსული ინფექციის ძირითადი გადამტანები მინდვრის თაგვები და ტკიპები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები