შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას IOM-ის წარმომადგენელი ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელს ილიანა დერილოვას და პროგრამების ადგილობრივ ხელმძღვანელს ნინო ჭყოიძეს შეხვდნენ.

მხარეებმა შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შესაძლებლობების განვითარება საზღვრის ინტეგრირებული მართვის კუთხით (EAP IBM Capacity Building)” პროექტის ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციას გადმოეცა ტექნიკა, რომელიც ორ რეგიონულ სამმართველოს გადაეცემა.

აღნიშნული პროექტი FRONTEX-ის დაფინანსებითა და IOM-ის ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების შესაძლებლობების განვითარება რისკების ანალიზის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები