კალაძე ჯიოევს გამოეხმაურა – საერთოდ, არ ვიცი, ვინ არის ეს პიროვნება და რას წარმოადგენს

საოკუპაციო რეჟიმის სპეციალური წარმომადგენლის მურატ ჯიოევის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევის თემაზე გაკეთებულ განცხადებას საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე გამოეხმაურა.
კახა კალაძემ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული ქმედებები და განაცხადა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, მისიები ინფორმირებულები იყვნენ შექმნილი ვითარების თაობაზე.
“საერთოდ, არ ვიცი, ვინ არის ეს პიროვნება და რას წარმოადგენს, ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ძალიან მკვეთრი განცხადებები გავაკეთეთ და კიდევ ვიმეორებთ, ვგმობთ იმ ქმედებებს, რაც ე.წ. საზღვრისპირა ტერიტორიაზე ხდება. ძალიან მტკივნეულია ეს თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მისიებს მაქსიმალურად უნდა ავუხსნათ შექმილი ვითარების შესახებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქართულ მხარეს საზღვრის დემარკაცია არაერთხელ შევთავაზეთ, მაგრამ ისინი უარით გვპასუხობენ – განცხადება საოკუპაციო რეჟიმის სპეციალურმა წარმომადგენლელმა მურატ ჯიოევმა გააკეთა. ცხინვალის ტელევიზიასთან ინტერვიუში ჯიოევმა განაცხადა, რომ ის საპროტესტო აქციები, რომლებიც ე.წ. საზღვართან მიმდინარეობს, წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა და რომ ცხინვალმა უკვე სთხოვა ევროკავშირს, ამ თემასთან დაკავშირებით მოეწყოს ვადამდელი შეხვედრა ერგნეთში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები