კახეთს სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა

სტიქიამ კახეთს მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა. თელავში ძლიერმა ქარიშხალმა ალაზნის გამზირზე 5-სართულიან საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო სამსახურები. სალიკვიდაციო სამუშაოები გამოდარებისთანავე დაიწყო.
სეტყვამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანს. ადგილობრივების თქმით, სეტყვა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, რამაც ვენახები და საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა.
სტიქიის ზონაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები