უშიშროების საბჭომ მთავრობის ადმინისტრაცია 20 ივლისამდე უნდა დატოვოს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ბრძანებულებით, ათონელის №25-ში მდებარე რეზიდენციაში ეროვნული უშიშროების საბჭო გადავა და, შესაბამისად, მთავრობის ადმინისტრაციის შენობა 20 ივლისამდე უნდა დატოვოს.

ადმინისტრაციამ ირინა იმერლიშვილის თხოვნა, საბჭოს გადასვლასთან დაკავშირებით, დააკმაყოფილა.

ათონელის რეზიდენციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს გადასვლასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციასა და უშიშროების საბჭოს შორის მიმოწერა For.ge-მ გამოითხოვა.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ბრძანებულებაშია აღნიშნული, ათონელის რეზიდენციაში თავიდანვე, მისი გარემონტების შემდეგ იყო გათვალისწინებული პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის გადასვლა, ამიტომ მიზანშეწონილად მიაჩნიათ რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს გადასვლა. ბრძანებულებას ხელს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი აწერს.

ერთ-ერთ ბრძანებულებაში ასევე აღნიშნულია, რომ უშიშროების საბჭომ მთავრობის ადმინისტრაციაში, მე-7 სართულზე არსებული ქონება 20 ივლისამდე უნდა გამოათავისუფლოს და ადმინისტრაციას გადასცეს.

ათონელის რეზიდენციის უძრავი ქონების ეროვნული უშიშროების საბჭოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით ცნობილი ხდება ასევე სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს ბრძანებულება, სადაც აღნიშნულია, რომ მთავრობის ადმინისტრაციისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს წერილები, რომელიც ორივე 2015 წლის 1 ივლისით თარიღდება, დაკმაყოფილდა და ათონელის #25-ში მდებარე უძრავი ქონება უშიშროების საბჭოს აპარატს გადაეცა.

დოკუმენტებს თან ერთვის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ირინა იმერლიშვილის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ეროვნული უშიშროების საბჭო ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოა როგორც სტრუქტურულად, ისე ფინანსურად, ამიტომ საბჭო სამართლებრივი დოკუმენტების გაფორმებისთანავე დაიწყებს გადასვლას ათონელის ქუჩაზე და იქ გააგრძელებს საქმიანობას. თუმცა, როგორც იმერლიშვილი დოკუმენტში აღნიშნავს, ქონება, რომელიც საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის 2011 წლის 1 თებერვლის №8 ბრძანებულების საფუძველზე გადაეცა საბჭოს, მას გამართული მუშაობისთვის სჭირდება.

თავის მხრივ, მთავრობის ადმინისტრაციამ უკვე მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, რადგან ათონელის რეზიდენციაში სარემონტო სამუშაოები დამთავრდა, გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები, რათა ათონელის №25-ში, “ბ” ბლოკში ინგოროყვას №7-დან ეროვნული უშიშროების საბჭო გადავიდეს.

1 2

3 4

5 6

7 8

9 10

11 12

13 14

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები