სასკოლო მზაობასთან დაკავშირებით მონაცემთა დამუშავება ხვალიდან იწყება

„სასკოლო მზაობასთან დაკავშირებით მონაცემთა დამუშავება ხვალიდან იწყება. ხვალიდან ჩვენს თანაქალაქელებს შეეძლებათ ბაგა-ბაღების სააგენტოს ვებგვერდზე: http://kids.org.ge/ იხილონ ის ინფორმაცია, რომელიც სასკოლო მზაობის პროგრამას აღწერს“, – ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა განაცხადა.
„ეს პროგრამა განთლების სამინისტროს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით შემუშავდა. ხვალიდან იმ მონაცემების აღწერა დაიწყება, რომელიც დაგვანახებს, თუ რამდენი ოჯახია დაინტერესებულია იმით, რომ ბავშვები აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხონ. პროგრამას ბავშვები საჯარო სკოლის შენობებში გაივლიან. იმ ბავშვების რაოდენობა, ვინც კანონში ცვლილებამდე სასკოლო ასაკის ბავშვებად ითვლებოდა, 5 ათასამდეა, ისინი ბაგა -ბაღებიდან არ ამორიცხულან და ჩვენს ბენეფიციარებად რჩებიან. პროგრამა ჩაშენებული იქნება ბაღებშიც და მათი გავლის შესაძლებლობა მიეცემათ იმ ბავშვებსაც, ვისაც წელს არც კანონში ცვლილებამდე უწევდათ სკოლაში წასვლა. ეს არის სამსაათიანი პროგრამა, მთლიანობაში ის 30 საათს მოიცავს. უახლოეს პერიოდში კი ამ პროგრამის ფარგლებში ბაგა-ბაღების მეთოდისტების გადამზადება მოხდება. სასკოლო მზაობის პროგრამას ბაგა-ბაღების მეთოდისტები გაუძღვებიან“,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები