კულტურის მინისტრი ნოდარ დუმბაძის შვილიშვილის მიერ გადაღებული ფილმის ჩვენებას დაესწრო

ნოდარ დუმბაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ფილმის “მე, ბაბუა, ილიკო და ილარიონის” ჩვენებას დაესწრო.
ფილმის რეჟისორი ლევან მაჭარაშვილი, პროდიუსერი კი ქეთი დუმბაძეა.
სამინისტროს მხარდაჭერით, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმს ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის “ცოცხალი წიგნების” ფარგლებში, თანამედროვე ქართველი მწერლების ხუთკაციანი მობილური ჯგუფიც ეწვია და ადგილობრივ მკითხველთან შეხვედრა გამართა.
“ცოცხალი წიგნები” საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტია და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო დაწესებულებებში თანამედროვე მწერლების სტუმრობას და მკითხველთან შეხვედრას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში პოეზიის საღამოები ეწყობა და ადგილობრივ მოსახლეობასთან საინტერესო თემებზე დისკუსიები იმართება. პროექტი 4 ეტაპად ხორციელდება და წლის განმავლობაში მასში სულ 75 მწერალი მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები