ორჰან ფამუქი უკვე თბილისშია

  12 მარტს, 17 საათზე დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსს ცნობილი თურქი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ორჰან ფამუქი ეწვევა. ის თანამედროვე ლიტერატურის კვირეულის ფარგლებში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებსა და პროფესორებს შეხვდება. მწერალი წაიკითხავს საჯარო ლექციას და უპასუხებს შეკითხვებს.
ორჰან ფამუქი თბილისში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტებისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მოწვევით ჩამოდის.
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აცხადებს: ამ შეხვედრის ყველა მოსაწვევი უკვე დარიგდა. მოსაწვევების გაცემა იყო სრულიად ღია და ძალიან ბევრი ადამიანი იდგა რიგში მის მისაღებად. ინფრმაცია გავრცელდა ტელევიზიებითაც, იდო ჩვენს ვებგვერდზე და ყოველდღიურად იდებოდა ფეისბუქის ჩვენს გვერდზე. ჩამოსვლის დღეს მის გავრცელებას ნამდვილად ვერ დაგვაბრალებთ.
ხვალ, 19 საათზე ორჰან ფამუქი მკითხველებს რუსთაველის თეატრში შეხვდება. ამ შეხვედრის მოსაწვევებიც უკვე გაიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები