„Filmakers Library Online“ მკითხველებისთვის

  ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში 3 მარტიდან 3 მაისამდე ჩაირთო „Filmakers Library Online“, კინემატოგრაფიული ონლაინბიბლიოთეკა. იგი 2013 წელს დაჯილდოვდა, როგორც საუკეთესო ვიზუალური საგანმანათლებლო რესურსი დიდი ბრიტანეთის უნივერისტეტების ფილმისა და ვიდეოს საბჭოს მიერ.
გამომცემლობა „Alexander Street Press“- ის აღნიშნული ბაზა მოიცავს უახლეს დოკუმენტურ ფილმებს ადამიანის უფლებების, გენდერული კვლევების, გლობალიზაციის, საერთაშორისო ურთიერთობების, სამართალმცოდნეობის, ბიოეთიკის, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, პოლიტიკური მეცნიერებების, სხვადასხვა ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების შესახებ. „Alexander Street Press“-ის ციფრული ბაზები ინოვაციური მეთოდით და ვიზუალური მასალებით გამოირჩევა. მასში აუდიო, ვიდეო და ტექსტური წყაროები სფეროების მიხედვით არის გაერთიანებული და სხვადასხვა ქვეყნის გამომცემლობებთან და ბიბლიოთეკებთან თანამშრომლობის შედეგად, მკითხველებს მრავალი საინტერესო ინფორმაციით ამდიდრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები