ფრუნზიკ მკრტჩიანის ხსოვნის საღამო

  გუშინ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში სომეხი მსახიობის ფრუნზიკ მკრტჩიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო “ფრუნზიკ მკრტჩიანი. 20 წლის შემდეგ” გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: სომხეთის საელჩო საქართველოში და “კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი”. საღამოს ესწრებოდნენ ქართული ხელოვნების წარმომადგენლები, ქართველმა და სომეხმა მსახიობებმა ფრუნზიკ მკრტიჩიანის მიერ განსახიერებული კინოროლები და ცხოვრებისეული საინტერესო ფაქტები გაიხსენეს. საღამოზე მისულმა სტუმრებმა იხილეს ფოტოგამოფენა, რომელზეც მსახიობის როლები და კინოფილმების კადრს მიღმა დარჩენილი ამბებია აღბეჭდილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები