ბავშვთა ვოკალური კვინტეტი ამერიკის კონკურს – ფესტივალზე
ბავშვთა ვოკალური კვინტეტი „„The Quintessential Five” აშშ-ში პოლიფონიური მუსიკის კონკურს-ფესტივალზე გაემგზავრება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ბავშვთა ვოკალური კვინტეტი „The Quintessential Five” 22 მარტს აშშ-ში მსოფლიოში უდიდესი პოლიფონიური მუსიკის კონკურს-ფესტივალში „Harmony Sweepstakes A Cappella FestivalH” მიიღებს მონაწილეობას.
ბავშვთა ვოკალური კვინტეტის „„The Quintessential Five” მიწვევა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიფონიური მუსიკის ფესტივალზე უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგან „ „Harmony Sweepstakes A Cappella Festival”, ევროპული ფესტივალების მსგავსად, განკუთვნილია პროფესიონალი ანსამბლებისათვის და არა ბავშვებისათვის. ამასთან, ფესტივალი ემსახურება ამერიკული ჯგუფების წარმოჩინებას. კვინტეტი „The Quintessential Five” არის ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც მიწვეულია სხვა ქვეყნიდან.
აღნიშნული კვინტეტი მრავალი ფესტივალის პრიზიორია. ფესტივალი „Harmony Sweepstakes A Cappella Festival” რანგით ყველაზე მაღლა დგას იმ ფესტივალებს შორის, რომლებშიც ჯგუფს აქამდე მიუღია მონაწილეობა. ფესტივალი ტარდება ორ ეტაპად: პირველი ტური მარტში აშშ-ში, ნიუ იორკში, ხოლო ფინალი სან ფრანცისკოში გაიმართება.
პროექტი ხორციელდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საქართველოს „საერთაშორისო კულტურული პრეზენტაციის პროგრამის “ქართული სეზონი“ ფარგლებში. პროექტი ინიცირებულია შპს „THE QUINTESSENCE”-ის მიერ.