ამერიკელი ჟურნალისტი: მეგის ქარდავა იარაღის ბიზნესშია ჩართული და ეს იარაღი ავღანეთსა და სირიაში მიდის
ამერიკელი ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმანი „ვერსიას“ სკანდალურ ინტერვიუს აძლევს და ირწმუნება, რომ მეგის ქარდავა თურქეთშია და აქტიურად არის ჩართული იარაღის ბიზნესში. როგორც ჟურნალისტი სკანდალურ ინტერვიუში აცხადებს, თუ გამოძიება დაინტერესდება, იგი თანახმაა, ჩვენებაც მისცეს.
– ბატონო ჯეფრი, ამერიკის საელჩოს ან, თუნდაც, თურქეთის სადაზვერვო სამსახურს რა სარგებელი აქვს ქარდავას მფარველობით?
– მეგის ქარდავა დღესაც „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის წევრია, მაგრამ მისი ჩრდილში ყოფნა ახლა უფრო ხელსაყრელია.
ბინძური საქმის საკეთებლად იყენებენ. აქტიურადაა ჩართული იარაღის ბიზნესში. ეს ის იარაღია, რომელიც ავღანეთსა და სირიაში მიდის. როდესაც სირიაზე ვსაუბრობ, „ისლამურ სახელმწიფოს“ ვგულისხმობ.
– ამ საკმაოდ სკანდალურ ინფორმაციას რის საფუძველზე ავრცელებთ?
– ამის დამადასტურებელი ფაქტებიც მაქვს ჩანაწერების სახით და თუ გამოძიება დაინტერესდება, აუცილებლად წარვადგენ.
– არსებობდა ინფორმაცია, თითქოს ქარდავა წალენჯიხის რაიონში იმყოფებოდა.
– დიახ, ეს სიმართლეა. გასულ ზაფხულს სამეგრელოში 2 თვე დავყავი. იქ ნამდვილად ვნახე სამალავები, სადაც იარაღი ინახებოდა. ჩემი ინფორმაციით, იმ პერიოდში მეგის ქარდავაც სამეგრელოში იყო, მოგვიანებით კი, თურქეთში გადავიდა. ამას ჩემთან საუბარში წყაროები ამბობდნენ, თუმცა ახლა ამის დადასტურება აღარ შემიძლია.
– თქვენი ინფორმაციით, ქარდავას საქართველოში ვინმესთან კონტაქტი თუ აქვს?
– აქვს, თანაც, ძალიან მჭიდრო. სამეგრელოში არის ერთი მღვდელი, რომლის ვინაობას შეგნებულად არ დავასახელებ, არ მინდა, საფრთხე შევუქმნა, თუმცა თუ შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან, ამის გარკვევა, არ მგონია, გაუჭირდეთ. შარშან ეს ადამიანი თვეში ერთხელ სტუმრობდა თურქეთში მეგის ქარდავას. ჩაჰქონდა ფული, ინფორმაცია და, რა თქმა უნდა, მითითებები. ჩემი ინფორმაციით, მათ დღესაც მჭიდრო კონტაქტი აქვთ.
– ეს მღვდელი ქარდავას ვის მითითებებს აწვდის?
– მგონია, რომ ქარდავა ახლა, ძირითადად, აშშ-ს მითითებებით ხელმძღვანელობს. ის აქტიურადაა ჩართული იარაღის ბიზნესში.
– თქვენ როგორ შეიტყვეთ მისი და მღვდლის საიდუმლო კავშირის შესახებ?
– სამეგრელოში ყოფნისას ჩემი ერთ-ერთი წყარო აპირებდა ამ მღვდლის ცალკე გატყუებას და მის წამებას იმ მიზნით, რომ დაედგინა, სად იმყოფებოდა მეგის ქარდავა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს საკითხი მეც მაინტერესებდა, ჩემმა წყარომ იფიქრა, რომ ამ საქმეში ჩავერთვებოდი. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. ჩემი ინფორმაციით, ეს გეგმა არ განახორციელა.