„ქალი, რომელიც სექსის დროს ღმერთს ახსენებს, ციხეში უნდა იჯდეს“ – ამერიკელი პასტორის ინიციატივა
ამერიკის ქალაქ სან-ანტონიოს პასტორი ჯონ ჰაგი გამოდის ინიციატივით, ციხეში ჩასვან ის ქალები, ვინც სექსის დროს ღმერთს ახსენებს. „დეილი მეილის“ ცნობით, ეს წინადადება მან ბიბლიაში არსებული აკრძალვებით ახსნა.
„სექსის დროს ღმერთის ხსენება ერთ-ერთი ყველაზე ცოდვილი და შეურაცხმყოფელი მაგალითია იმ ყველა მაგალითიდან, რაც მე აზრად მომდის. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ყველა ქალს, ვინც ამას აკეთებს, მე ციხეში ჩავსვამდი“, – აცხადებს პასტორი.
ამავე გამოცემის ცნობით, ჰაგის არ დაუკონკრეტებია, თუ რატომ არ უნდა ეხებოდეთ იგივე იმ მამაკაცებს, რომლებიც სექსის დროს ღმერთს ახსენებენ.