მეცნიერების აზრით, ადამიანები შესაძლოა, გადაშენდნენ
დედამიწის ცოცხალი არსებები გადაშენების ახალ ფაზაში შედის და პირველ მსხვერპლს შორის, შესაძლოა, თავად ადამიანები აღმოჩნდნენ. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ აშშ-ს სამი უნივერსიტეტის – პრინსტონის, სტენფორდის და ბერკლის მეცნიერები. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხერხემლიანები 114-ჯერ უფრო სწრაფად ქრებიან, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში. „ჩვენ მეექსვე დიდი გადაშენების ეპოქაში შევდივართ“, – აცხადებენ მეცნიერები.
ბოლო ასეთი გადაშენება 65 მილიონი წლის წინ მოხდა, როდესაც დედამიწაზე უზარმაზარი მეტეორიტის ჩამოვარდნის შედეგად ყველა დინოზავრი დაიღუპა.
„თუ გადაშენება შეჩერებული არ იქნება, წინა მოცულობაში ცხოვრების აღდგენაზე მილიონობით წელი იქნება საჭირო და, სავარაუდოდ, თავად ადამიანები გაქრებიან“, – აცხადებს დღევანდელი კვლევის ერთ-ერთი ავტორი ჯერარდო ცებალოსი. მეცნიერების ინფორმაციით, 1990 წლიდან 400-ზე მეტი სახეობის ხერხემლიანი გადაშენდა. მანამდე ასეთი რამ 10 ათასი წლის განმავლობაში ხდებოდა.