იაპონიაში ერთ წუთში 1 ათასი რობოტი გაიყიდა (ვიდეო)
იაპონურმა ტელესაკომუნიკაციო კომპანია Pepper-მა ერთ წუთში 1 ათასი რობოტი გაყიდა. ამ რობოტებს ადამიანის ემოციების გამოცნობა შეუძლიათ. რობოტის ფასი 1 ათას 800 დოლარს შეადგენს.მას შეუძლია ლაპარაკი, ადამიანის სახის გამომეტყველების ამოცნობა და მის ემოციებზე რეაგირება. ასევე Pepper-ი უმარტივეს დავალებებს ასრულებს. ახალი „სათამაშო“ კომპანია Softbank-მა Aldebaran Robotics SAS-თან ერთად გამოუშვა. იაპონიაში რობოტების ბაზარი ყოველწლიურად 8 მილიარდ დოლარს შეადგენს.