ოტია იოსელიანის სახელობის ხელოვნების საკვირაო სკოლა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ოტია იოსელიანის სახელობის საკვირაო სკოლა გაიხსნება. სკოლა მოსახლეობას საშუალებას მისცემს, შეიძინონ ცოდნა მათთვის საინტერესო ხელოვნების დარგში. საკვირაო სკოლა იფუნქციონირებს ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლის შენობების ბაზაზე. საკვირაო სკოლაში იმუშავებს შემდეგი წრეები და სექციები: 1. მხარეთმცოდნეობის სექცია; 2. ხელოვნებათმცოდნეობის სექცია: 3. ლიტერატურულ-თეატრალური შემოქმედებითი სალონი; 4. თეატრალური მხატვრობის და მოდელირების (კოსტიუმების მხატვრობა) სექცია; 5. „კინოხუთშაბათი“;
პროექტის მიზანია, საზოგადოების განათლების დონის ამაღლება კულტურისა და ხელოვნების სფეროში. ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა და საერთო ინტერესების მქონე ადამიანთა ურთიერთგაცნობა, დაახლოება და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივების შექმნა. პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პროგრამის ,,რეგიონებში კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერა და წახალისება” ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები