სინოპტიკოსები საქართველოში წვიმას და ელჭექს პროგნოზირებენ – უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უხლოეს დღეებში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, – ამის შესახებ “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილებაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ხვალ, 14 ივნისს, სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში წვიმასა და ელჭექს ვარაუდობენ, ტემპერატურა კი 27-31 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა კი, 25-30 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა 28 გრადუსი იქნება.

ორშაბათს, 15 ივნისს, დასავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი, ტემპერატურა 29-30 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში, ღამისა და საღამოს საათებში, ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც. ტემპერატურა 27-32 გრადუსი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ტემპერატურა კი, 29 გრადუსი.

სამშაბათს, 16 ივნისს დასავლეთ საქართველოში, უმეტეს რაიონში, წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი, ტემპერატურა 23-28 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ხანომკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი, შესაძლებელია, სეტყვა. ტემპერატურა 28-33 გრადუსი იქნება.
თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი, ტემპერატურა კი 28 გრადუსი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები