მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლის ნეშტს საქართველოში ჩამოასვენებენ

 

14 ივნისს, 15:15 სთ-ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამამულო ომის მებრძოლის – გაიოზ ილარიონის ძე კობიძის ნეშტს ჩამოასვენებენ, რომელიც 1943 წელს კურსკის ოლქში დაიღუპა.

აეროპორტშივე კობიძის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიან, მის ნეშტს კი მიწას მშობლიური ჩოხატაურის რაიონში მიაბარებენ.

ამასთან, სამძებრო რაზმის წევრები მეორე მეომრის აკაკი დავითის ძე სულაქველიძის პირად ნივთებსა და საბუთებსაც ჩამოიტანენ, რომელიც 70 წლის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.

გაიოზ კობიძის ნეშტი 2014 წლის თებერვალში სოფელ კარპუნევკაში სამშებელო სამუშაოების დროს მიმდინარე გათხრებისას იპოვეს. კობიძე 19 წლის იყო, როდესაც ომში წავიდა და 1943 წლის შემდეგ უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.

ჩამოსვენების ორგანიზატორი რუსეთში ქართველთა კავშირია. ნეშტის ჩამოსვენების ცერემონიალს ქართველთა კავშირის, ვეტერანთა დეპარტამენტის წარმომადგენლები და გარდაცვლილის ახლობლები დაესწრებიან.

რუსეთში ქართველთა კავშირმა შარშან კიდევ ერთი ჯარისკაცის ნეშტი ჩამოასვენა, რომელიც მშობლიურ საჩხერეში დაკრძალეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები