ზალცბურგის საროსკიპო უფასოდ იმუშავებს
ავსტრიის ქალაქ ზალცბურგის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საროსკიპოს მეპატრონემ ჰერმან მიულერმა განაცხადა, რომ მისი დაწესებულება ერთი ან ორი თვის განმავლობაში ყველა მსურველს უფასოდ მოემსახურება. თავისი გადაწყვეტილება ბიზნესმენმა ადგილობრივი საგადასახადო სისტემის მიმართ პროტესტით ახსნა. ამის შესახებ გამოცემა The Local-ი იუწყება.
გარდა ამისა, მიულერმა განაცხადა, რომ მისი საროსკიპოს კლიენტებს ბორდელის ბარით უფასოდ სარგებლობაც შეუძლიათ.
„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მე გადასახადის სახით 5 მილიონი გადავიხადე, ჩინოვნიკებს კი სულ უფრო და უფრო მეტი უნდათ. ამასთანავე, ისინი არაფერს აკეთებენ ქუჩის მეძავებთან და არალეგალურ ბორდელებთან საბრძოლველად“, – აცხადებს მიულერი.
ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ მისი „საქველმოქმედო“ აქცია შეიძლება ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდეს, მაგრამ მასზე მომუშავე ქალები არ დაზარალდებიან, ისინი ჩვეულებრივად მიიღებენ ანაზღაურებას. მოიულერი ამ ზარალს სხვა ბიზნესის ხარჯზე დაფარავს. უფასო სექსმომსახურების შესახებ ინფორმაცია უმალვე გავრცელდა ზალცბურგში, რის შემდეგ მიულერის საროსკიპოსთან რიგები დადგა.