ნაწლავთა ინფექციები, დიარეა, ტკიპები, ლეიშმანიოზი, ჯილეხი… რომელი დაავადებები აქტიურდებიან ზაფხულის სეზონზე და როგორ დავიცვათ მათგან თავი

ნაწლავთა ინფექციები, დიარეა, ტკიპები, ლეიშმანიოზი, ჯილეხი… ეს ის საფრთხეებია, რომელიც ზაფხულის დადგომას თან ახლავს და წელიწადის ამ დროს ყველაზე მეტად აქტიურდება,- ზაფხულის საფრთხეების შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ პაატა იმნაძემ ისაუბრა.

მისი განცხადებით, მოსახლეობისთვის საფთხედ შესაძლოა, საკვებში მოხვედრილი დიდი რაოდენობით ბაქტერია, დაბინძურებული წყალი ან ის დაავადებები იქცეს, რომლებიც ცხოველთან კონტქტით გადადის ადამიანებზე. იმნაძემ საზოგადოებას სეზონური საფრთხეებისგან დასაცავად რამდენიმე რჩევა მისცა.

„ ზაფხულში პირველი, რაც ტემპერატურის მატებასთან ერთად არის ხოლმე – ნაწლავთა ინფექციები შეიძლება ბაქტერიულიც იყოს და ვირუსულიც. ასეთი შემთხვევების ასაცილებლად ელემენტარული წესების დაცვაა აუცილებელი, მაგალითად, მეტი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ საკვებთან, უნდა ვეცადოთ საკვების დამზადებისას არ მოხვდეს მასში ბაქტერიები. ბაქტერიული საფრთხე არსებობს იქაც, სადაც წყალი არ იქროლება და არ არის უსაფრთხო. ასეთ შემთხვევაში ომჯობესია წყალი გადადუღებული სახით მივიღოთ. ამ შემთხვევაში წყალი აბსოლუტურად უსაფრთხო გახდება. ამ პერიოდში უფრო მაღალია დიარეას საფრთხე, რომელიც შეიძლება პირობით პათოგენურმა მიკროორგანიზმებმა გამოიწვიოს. განსაკუთრებით საშიშია, მცირე წყალსატევები. ისინი ადვილად ბინძურდება, იგივე ცხოველების ფეკალიებით, თუ მღრნელებით დაბინძურებულია წყალსატევი. ამ გზით შესაძლოა, ლეპტოსპიროზიც გავრცელდეს. ამ დროს აქტიურდებიან სხვადასხვა დაავადების გადამტანი მწერები, მათ შორისაა ტკიპები. ამ კუთხით განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მინდა სოფლის მოსახლეობას მოვუწოდო და ვურჩიო, საქონელს ტკიპებს დაუცველი ხელებით ნუ მოაცლიან. დაავადება შეიძლება გადავიდეს ტკიპის კბენითაც. უმჯობესია ცხოველები ტკიპების საწინააღმდეგო საშუალებებით დავამუშაოთ, რომ ადამიანზე მისი გადასვლის რისკი აღარ იყოს, განსაკუთრებით ეს შიდა ქართლს და სამცხე- ჯავახეთის მოსახლეობას ეხება. ამ დროს უფრო აქტიურდება ლეიშმანიოზიც. ტემპერატურის მატებასთან ერთად გამოჩნდება კოღოზე უფრო პატარა მწერი – ფლებოტომუსები, რომლებიც, ძირითადად, შებინდებისას აქტიურდებიან ხოლმე. აუცილებელია ამ მწერებისგან დასაცავად მწერის დამაფრთხობელები გამოვიყენოთ. ზაფხულობით იმატებს ჯილეხის რაოდენობა. ეს საკმაოდ მძიმე დაავადებაა. გლეხებმა აუცილებლად უნდა აცრან საქონელი ჯილეხზე“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები