საფრანგეთში მე-17 საუკუნის ქალის მუმია და მისი ქმრის გული აღმოაჩინეს

საფრანგეთის ქალაქ რენეში, ერთ-ერთ ძველ შენობაში რემონტის დროს მშენებლებმა აკლდამა აღმოაჩინეს, რომელშიც ქალის მუმია იყო. მეცნიერების გაანგარიშებით, ის XVII საუკუნეში დამარხეს. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს სხეული ეკუთვნის ლუიზა დე კინგოს, რომელიც ფრანგი არისტოკრატის მეუღლე იყო.
ლუიზა 1656 წელს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. სასახლე დალუქული იყო. როდესაც სპეციალისტებმა ის გახსნეს, ქალის სხეულის გვერდით მისი ქმრის გული აღმოაჩინეს. ექსპერტებმა ლუიზა დე კინგოს ავადმყოფობის ისტორიაც აღადგინეს. დადგენილია, რომ მას თირკმელებში კენჭები ჰქონდა, ასევე მას ფილტვების პრობლემებიც ჰქონდა. მეცნიერები არ წერენ, თუ როგორ დაადგინეს, რომ გული ლუიზას ქმარს ეკუთვნოდა. გამოკვლევების ჩატარების შემდეგ ქალის ნეშტს რენეს მახლობლად დაასაფლავებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები