მართლმადიდებლური კრება 2016 წელს ჩატარდება
დიდი საყოველთაო მართლმადიდებლური კრება 2016 წელს სატამბოლში წმინდა ირინეს ტაძარში ჩატარდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება კონსტანტინეპოლში დიდი ასაბლეის საბჭომ მიიღო, რომლის შემადგენლობაში ყველა ავტოკეფალიური ეკლესიის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები შედიან. საბჭოზე გადაწყდა, რომ კრებაზე თითოეული ეკლესიიდან 20 -კაციანი წარმომადგენელი დაესწრება, გადაწყვეტილება კონსენსუსის პრინციპით და ერთხმად მიიღება.