ინდოეთში მატარებლების შეჯახების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის ცენტრალურ შტატ ჩჰატისგარჰში, სამგზავრო მატარებელი სატვირთო მატარებელს შეეჯახა, რის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ.

შტატის ბილასპურის რაიონის მაღალჩინოსანმა, სანჯაი აგრავალმა განაცხადა, რომ 15-ზე მეტი ადამიანი დაშავდა და ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

როგორც ცნობილია, ავარიის დროს სატვირთო მატარებელი გაჩერებული იყო და სამგზავრო მატარებელი მას უკნიდან შეეჯახა, რის შედეგადაც სამგზავრო მატარებლის პირველი რამდენიმე ვაგონი დაზიანდა.

რკინიგზის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ინციდენტს საფუძვლიანი გამოძიება ჩაუტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები