ლევან სანიკიძე: არ არის დეპრესიის დრო

პირდაპირ ეთერში ვხედავთ როგორ იპარავენ ჩვენს მომავალს, ევროპულ მომავალს! – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, უახლოესი კვირები და თვეები გადამწყვეტი იქნება დაპირისპირებაში, შესაბამისად, ოპოზიციაში დეპრესიის დრო არ არის.

„პირდაპირ ეთერში ვხედავთ როგორ იპარავენ ჩვენს მომავალს, ევროპულ მომავალს!

ეს არ ეხება მარტო ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, მედიას – ყველას, ყველას გვეხება, ვისაც არ გვსურს მონობა. ჩვენ უმრავლესობა ვართ!

კარგად უნდა გავითავისოთ, რომ ეს არ არის გლადიატორების ბრძოლა.

უახლოესი კვირები და თვეები გადამწყვეტი იქნება ამ დაპირისპირებაში.

ჩვენი რიგები უნდა გაიზარდოს, გაძლიერდეს. არ არის დეპრესიის დრო.

მჯერა, ჩვენ აუცილებლად ვიცხოვრებთ ევროკავშირში, საქართველოში!“ – წერს სანიკიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები