პრემიერის აპარატის წარმომადგენელი კაზრეთში გაფიცულ მუშებს შეხვდება

  კაზრეთის საბადოს მუშების პროტესტი გრძელდება. პრემიერ-მინისტრის აპარატის წარმომადგენლები დღეს ადგილზე ჩავლენ და გაფიცულებს შეხვდებიან. პრემიერ-მინისტრის აპარატის მხრიდან უკვე შეირჩა მედიატორი, რომელიც კაზრეთში საწარმოების მუშებთან მოლაპარაკებებში ჩაერთვება. შეხვედრას დაესწრება პროფკავშირების წარმომადგენელიც. გაფიცული მუშები სამსახურში აღდგენას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. მათ თითქმის ერთთვიანი პროტესტის შემდეგ, 7 მარტს აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართეს, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრის აპარატის წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც გადაწყდა, რომ დღეს კაზრეთში მოლაპარაკებები გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები