ჰავაის კუნძულებზე ხმალთევზამ მეთევზე მოკლა

ჰავაის კუნძულებზე მეთევზე დაიღუპა, რომელიც ხმალთევზამ მოკლა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, როდესაც რენსი ლეინსმა წყალში თევზი დაინახა, ის ზღვაში ჩახტა და ხმალთევზას ჰარპუნი ესროლა. თევზმა ფართხალი დაიწყო და ჰარპუნის თოკი ღუზას მოეხვია. თევზი მახეში აღმოჩნდა. როდესაც ცხოველი მიხვდა, რომ გაქცევას ვერ ახერხებდა, ის მეთევზეს თავსა დაესხა და მკერდში თავისი ხმალი შეარჭო. 47 წლის მეთევზის გადარჩენა ვერ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, ხმალთევზა სიგრძეში 5 მეტრს, ხოლო წონაში 650 კილოგრამს აღწევს. თუმცა ჰავაიელი მებადურის მკვლელი თევზის სიგრძე მხოლოდ 90 სანტიმეტრს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები