თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის”ცნობით, აღნიშნულის მიზეზი დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოებია.
გეგმური სამუშაოების გამო, 1-ელ ივნისს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის რაიონში – სამხედრო დასახლების, მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, შეშელიძის, გობრონიძის, ხიზანიშვილის და ხევძმარის ქუჩების მცხოვრებლებს. ასევე გეგმიური სამუშაოების გამო, 1 ივნისს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის ხევის დასახლების, ლიბანის, სალხინოს, ღამბაშიძის, გაგრის, ვეკუას და ანდრონიკაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. ასევე გეგმიური სამუშაოების გამო, 1 ივნისს 11:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის შეზღუდვა გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მცხოვრებლებს შეეხება.
გეგმიური სამუშაოების გამო, 1 ივნისს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში – აღმაშენებლის ხეივნის მე-9 და მე-10 კილომეტრების, სამხედრო გზატკეცილის მე-9 კილომეტრის, დიღმის მასივის I კვარტლის, მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას, ბელიაშვილის და ჩაჩავას ქუჩების მცხოვრებლებს. ასევე გეგმიური სამუშაოების გამო, 1 ივნისს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჯიქიას ქუჩის მიმდებარე ფერდობის, ხვიჩიას და შარტავას ქუჩების მცხოვრებლებს.
რაც შეეხება დიდგორის რაიონს, გეგმიური სამუშაოების გამო, 1 ივნისს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის შეზღუდვა დაბა კოჯრის მცხოვრებლებს შეეხება.
გეგმიური სამუშაოების გამო, 1 ივნისს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამგორის რაიონში – რკინიგზის ჩიხის, აეროპორტის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის გზატკეცილის, ვარკეთილის მასივის I კვარტლის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, ვარკეთილის მასივის VI, VII, VIII, IX კვარტლების, შუამთის, კალოუბნის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო, 1 ივნისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჩუღურეთის რაიონში ნორიოს აღმართის, მიჩურინის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის და მამარდაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო, 1 ივნისს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდუბის რაიონში ლუბლიანას ქუჩის მცხოვრებლებს.
რაც შეეხება ნაძალადევის რაიონს, გეგმიური სამუშაოების გამო, 1 ივნისს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის და რომელაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო, 1 ივნისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მთაწმინდის რაიონში იეთიმ გურჯის, სულთნიშვილის, აკოფიანის, ავლევის, ვერცხლის, ბარათაშვილის და მამაცაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
რაც შეეხება ვაკის რაიონს, გეგმიური სამუშაოების გამო, 1 ივნისს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ცხვედაძის, ტაბიძის, რაზმაძის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ასევე გეგმიური სამუშაოების გამო, 1 ივნისს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება – წყნეთის გზატკეცილის, წყნეთის ხევის, წყნეთის და თამარაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო, 1 ივნისს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ისნის რაიონში დოდაშვილის მოედნის, დოდაშვილის, იუნკერთა, ჩკალოვის, ბოლნისის, ჰოსპიტლის და ჰოლბრუკის ქუჩების მცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია “თელასის” განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები