სოციალურად დაუცველი და შშმ ბავშვები მიუზიკლს დაესწრნენ

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ქეთევან ჯოხაძის ინიციატივით, დედაქალაქში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და შშმ ბავშვები საბავშვო სპექტაკლს დაესწრნენ.
თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, პატარებს გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრმა უმასპინძლა. “მიუზიკლი “მაუგლი“ თავად თეატრის ხელმძღვანელობამ შემოგვთავაზა. სპექტაკლმა დიდი წარმატება მოიპოვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მოხარული ვარ, რომ მისი ნახვის საშუალება ჩვენს ბავშვებსაც მიეცათ.
ვფიქრობ, ასეთი სახის ღონისძიებები მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის, ამიტომ ანალოგიური აქციები მომავალშიც გაგრძელდება“,- განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ. მიუზიკლს თბილისის საკრებულოს დეპუტატების, აპარატის თანამშრომლებისა და მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლების შვილებიც ესრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები