საკრებულოს დეპუტატებმა ოლიმპიური ქალაქის გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და კოალიცია “ქართულ ოცნებაში“ შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები ოლიმპიური ქალაქის გამწვანების აქციას შეურთდნენ.
დეპუტატებმა “თბილისი 2015”-ის წარმომადგენლებთან და ახალგაზრდა მოხალისეებთან ერთად “ახალი თბილისის” ტერიტორიაზე ათობით ბუჩქი და ხე დარგეს.
როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ სკვერს სამომავლოდ მოხალისეთა სახელი დაექმევა.
“ძალიან სასიამოვნოა, რომ გამწვანების აქცია თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაემთხვა. თბილისის საკრებულო ყოველთვის მიესალმება ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს უწყობს ჯანმრთელი გარემოს შექმნას.
მიმაჩნია, რომ გამწვანების აქციებში ახალგაზრდების ჩართულობა კიდევ უფრო ლამაზად და ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენს დედაქალაქს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე“,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
საკრებულოს დეპუტატები, გამწვანების აქციას, თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული მარათონიდან შეუერთდნენ.
ღონისძიება კოალიცია “ქართულ ოცნებაში“ შემავალი ფრაქციების წარმომადგენლების ინიციატივით მოეწყო და მასში დეპუტატებთან ერთად საკრებულოს აპარატისა და სამაჟორიტარო ბიუროების თანამშრომლებიც იღებდნენ მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები