იუსტიციის მინისტრმა მაიდანზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, უკრაინაში საქართველოს ელჩთან მიხეილ უკლებასთან და ქართული დელეგაციის წევრებთნ ერთად, მაიდანზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
იუსტიციის მინისტრმა დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო და აღნიშნა, რომ გმირია ყველა ეს ადამიანი, რადგან მათ სამშობლოს უკეთესი მომავლისათვის იბრძოლეს და დაიღუპნენ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი უკაინელი კოლეგის მიწვევით კიევში საპასუხო ვიზიტით იმყოფებოდა. მინისტრმა ორმხრივი შეხვედრა გამართა ასევე უკრაინის ვიცე-პრემიერთან.