თამბაქოს საწინაააღმდეგო საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქცია-მარათონი გაიმართა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივითა და საკრებულოს ეგიდით, კუს ტბაზე თამბაქოს საწინაააღმდეგო საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აქცია-მარათონი გაიმართა.
თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, რიმა ბერაძემ, ფრაქციის წევრებმა: ნუგზარ მალაღურაძემ, ია მაკასარაშვილმა, ჯაბა ჯიშკარიანმა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა მიიღეს.
მარათონს კუს ტბაზე მყოფი მოქალაქეები შეუერთდნენ და თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგო კამპანიაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს.
„მოხარული ვარ, რომ საკრებულოს ეგიდით მიმდინარე აქციას ჩვენი თანამოქალაქეები აქტიურად შეუერთდნენ და თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
აქციის მონაწილეებმა, მარათონის ფარგლებში, თამბაქოს მავნებლობის შესახებ ისაუბრეს.
„თბილისის საკრებულო უერთდება თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. ეს მავნე ჩვევა გადამდებია; იმედი მაქვს, დღევანდელი აქცია დადებითი მაგალითის მიმცემი იქნება ჩვენი ახალგაზრდებისთვის და მათ თამბაქოს გარეშე, ჯანსაღი წესით ცხოვრებისკენ უბიძგებს“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.
დეპუტატმა ნუგზარ მალაღურაძემ აღნიშნა, რომ ადრე თავადაც თამბაქოს აქტიური მომხმარებელი იყო, თუმცა დღეს ამ მავნე ჩვევისგან თავისუფალია.
აქციის ფარგლებში, მოქალაქეებს დაურიგდათ მაისურები წარწერით: – „მავნე ჩვევა გადამდებია – გაუფრთხილდი მომავალს!