თინა ხიდაშელი ბო ბაიდენის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ჯოზეფ ბაიდენის უფროსი შვილის, ბო ბაიდენის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ვაჟის ბოს გარდაცვალების გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ შვილის დაკარგვას საქართველოს დიდ გულშემატკივარს და მეგობარს ჯოზეფ ბაიდენს. ამ მძიმე წუთებში, მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო მის ოჯახს“, – აღნიშნულია თავდაცვის მინისტრის სამძიმრის წერილში. აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის უფროსი შვილი ბო ბაიდენი, 46 წლის ასაკში თავის ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა.