გიორგი მარგველაშვილი ბო ბაიდენის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჯოზეფ ბაიდენის უფროსი შვილის, ბო ბაიდენის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. “ძვირფასო მეგობარო, შეძრწუნებული ვარ თქვენი შვილის, ბო ბაიდენის გარდაცვალების გამო.
რთულია ვანუგეშოთ მშობელი, რომელმაც უძვირფასესი ადამიანი დაკარგა. უფალს შევთხოვთ ნათელში ამყოფოს მისი სული. ამ მძიმე წუთებში მიიღეთ ჩემი სამძიმარი და ქართველი ხალხის თანადგომა”, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის სამძიმრის წერილში. აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის უფროსი შვილი ბო ბაიდენი, 46 წლის ასაკში თავის ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები