დღეს სულთმოფენობაა

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება.
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო წირვა-ლოცვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. ამ დღეს მორწმუნეები ტაძარებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან.
წირვის დასრულების შემდეგ კი, მუხლდრეკის სპეციალური ლოცვა სრულდება, რომლის დროსაც მლოცველებზე სულიწმინდის მადლი გადადის. სულთმოფენობის დღესასწაული უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფლის მოციქულებზე სულიწმინდა ცეცხლის ენების სახით გადმოვიდა და ყოველი მათგანი სულიწმინდით აღივსო. მოციქულებმა მანამდე მათთვის უცნობ ენებზე დაიწყეს საუბარი.
მათი შემყურე იერუსალიმში მცხოვრებ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ადამიანებს უკვირდათ, რომ ისინი მათთვის გასაგებ ენებზე საუბრობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები