ყოფილი პოლიტპატიმრები და პოლიტდევნილები სახალხო მოძრაობას აფუძნებენ

  ყოფილი პოლიტპატიმრები და პოლიტდევნილები ხვალ, სამართლიანობის აღდგენის პროცესთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუციის პროექტის პრეზენტაციას გამართავენ. როგორც “კვირას“ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ განუცხადა, ყოფილი პოლიტპატიმრები და პოლიტდევნილები დააფუძნებენ მოძრაობას სახელწოდებით “ანტი-ნაცი-საქართველოს პოლიტპატიმრები და რეპრესირებული პირები ეროვნულ-დემოკრატიული ფასეულობების შენარჩუნებისთვის“.
“სააკაშვილის რეჟიმის დროს რეპრესირებული პოლიტპატიმრები და პოლიტდევნილები ხვალ, კინოს სახლში რეზოლუციის პროექტს წარვადგენთ. რეზოლუციაში ჩამოყალიბებულია გარკვეული მოთხოვნები სამართლიანობის აღდგენის პროცესის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით. კონკრეტულ მოთხოვნებს ხვალ გავაჟღერებთ. მიღებული იქნება ოფიციალური მიმართვა საქართველოს ხელისუფლების – პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, ასევე სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილისა და საერთაშორისო საზოგადოების მიმართ. დაფუძნდება მოძრაობა სახელწოდებით “ანტი-ნაცი -საქართველოს პოლიტპატიმრები და რეპერესირებული პირები ეროვნულ-დემოკრატიული ფასეულობების შენარჩუნებისთვის“. იმედია, ხვალვე მოხდება რეზოლუციის პროექტის დამტკიცებაც“, – განუცხადა “კვირას“ მაისაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები