შსს-ს მოლდოვის შს სამინისტრო პოლიციის დელეგაცია ეწვია

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ივანე პაპიაშვილი მოლდოვის შსს-ს პოლიციის გენერალური ინსპექტორატის უფროსის მოადგილე გრიგორი კავკალუკს და მოლდოვის შსს-ს პოლიციის გენერალური ინსპექტორატის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროს კორნელიუ გროზას შეხვდა.
შეხვედრას ცენტალური კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე უშანგი ლომიძე და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გრიგოლ ბესელია ესწრებოდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებზე მოლდოვის შსს-ს პოლიციის წარმომადგენლები სამინისტროს მუშაობის პრინციპს, განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებს გაეცნენ. ისაუბრეს საქართველოს შს სამინისტროში ბოლო წლების განმავლობაში გატარებულ რეფორმებსა და კრიმინალურ პოლიციაში განხორციელებულ ცვლილებებზე.
ასევე საუბარი შეეხო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები