სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლს ქართული უნივერსიტეტის რექტორი სტუმრობს

სტამბოლის ხელოვნების სახლს ქადი ქოიში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, სერგო ვარდოსანიძე და ეთნოლოგი როზეტა გუჯეჯიანი სტუმრობენ.11358843_380932012102190_1823917965_n

ქართული ხელოვნების სახლი, რომელიც ისტორიულ ქალკედონში მდებარეობს, 2011 წლიდან ფუნქციონირებს. სახლი თურექეთელმა ქართველმა გიორგი ირემაძემ დააარსა, ხოლო დირექტორი ასევე თურქეთელი ქართველი, იბერია მელაშვილია.

შეხვედრა სალონურ ვითარებაში გაიმართა და დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობდა. საუბრის თემა სტამბოლის ცნობილი ქართული სახლის და სტამბის ისტორია იყო, სადაც სწორედ ის ლიტერატურა იბეჭდებოდა, რომელიც საქართველოში, სამწუხაროდ, აკრძალული იყო.

მომხენებელმა გამოთქვა სურვილი, რომ თურეთში მცხოვრები 2-მილიონიანი ქართული დიასპორა უფრო გააქტიურდეს, რათა შეინარჩუნონ საკუთარი იდენტობა.

როგორც სახლის დამაარსებელმა გიორგი ირემაძემ განაცხადა, სახლის დაარსების მიზანი თურეთში მცხოვრები 2-მილიონიანი ქართული დიასპორის კიდევ უფრო გააქტიურებაა, საკუთარი იდენტობის შესანარჩუნებლად. 11291874_380932008768857_317002903_n

”ხელოვნების სახლი ეს ბიზნეს პროექტი არაა და როდესაც საკუთარ ინვესტიციას ამ სახლში ვდებდი, მთავარი იდეა იყო 2- მილიონიანი ქართველებისთვის შემექმნა კერა, რაც მათ გააერთიანებდა და მისცემდა სულიერ საზრდოს. ეს არააა ჩემი სახლი, ეს ყველა თურქეთელი ქართველის სახლია“, – განაცხადა გიორგი მელაძემ.

ეთნოლოგ როზეტა გუჯეჯიანის თქმით კი, აღნიშნული შეხვედრები აუცილებელია თურქეთელი ქართველებისთვის, რადგან მათ საქართველოს ისტორიის შესახებ ნაკლები ინფორმაცია აქვთ.

”თურქეთელ ქართველებს მიეწოდა უამრავი საინტერესო ფაქტი, სტამბოლის ქართული სახლის ისტორიის შესახებ, ეს ძალიან მნიშნელოვანია აქაური ქართველობისთვის, რადგან ისინი მაინც განიცდიან ინფორმაციის ნაკლებობას ჩვენი ისტორიის შესახებ. ასეთი შეხვედრები კი დღესასწაულია”, – აღნიშნა როზეტა გუჯეჯიანმა.

სპეციალურად „კვირასთვის“ თამარ ბელქანია

11354724_380932015435523_170643504_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები