ინციდენტი ქუთაისში – „ტორპედო“-„დინამოს“ მატჩი ჩაშლილად გამოცხადდა
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრა ჩაშლილად გამოცხადდა. ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის მატჩი ჩხუბით დამთავრდა. ინციდენტი მაშინ დაიწყო, როდესაც მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში თბილისის გუნდი ქუთაისის ნაკრებს ანგარიშით 2:0 უგებდა. ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივრებმა მოედანზე ჯერ ქვების სროლა დაიწყეს, შემდეგ კი მოედანზე ჩავიდნენ და დინამოს ფეხბურთელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ თამაში ჩაშლილად გამოცხადდა.