პატრიარქი წირვას კონსტანტინეპოლში ატარებს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წირვას კონსტინტინეპოლში ატარებს. კონსტანტინეპოლში მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები არიან შეკრებილი. ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში ეს არის უდიდესი მოვლენა, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები ერთად ლოცულობენ, უწმინდესისი ლოცვა კი განსაკუთრებით ეხმარება საქართველოს.
“მათი ლოცვა განსაკუთრებით განამტკიცებს მართლმადიდებელ ეკლესიას, მის სამღვდელოებას და მრევლს. ჩვენ ვმადლობთ ღმერთს, რომ დღეს კონსტინტინეპოლში ეს წირვა აღსრულდა და მისი უწმინდესობაც მონაწილეობს. მისი ლოცვა განსაკუთრებულად ეხმარება ჩვენს საქართველოს”, – აღნიშნა მეუფე დანიელმა.